დმანისში კონფლიქტის უფრო დიდ მასშტაბში გადაზრდის მცდელობა გარედან იყო მართული – ჯაღმაიძე | 19.05.2021

“დმანისში კონფლიქტის უფრო დიდ მასშტაბში გადაზრდის მცდელობა გარედან იყო მართული  რაღაც ძალის მიერ” – ამ განცხადებას სპეციალურ ბრიფინგზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი  აკეთებს.  სასულიერო პირის თქმით, ნაბიჯი მშვიდობისკენ გადაიდგა, რაც ძალიან  მნიშვნელოვანია, თუმცა ამ ნაბიჯებს გამყარება და წახალისება სჭირდება.

საზოგადოების  ნაწილის მხრიდან კრიტიკის გამო, ანდრია ჯაღმაიძემ, დღევანდელ ბრიფინგზე სოციალურ ქსელში მისი სტატუსის შინაარსიც დააზუსტა. სასულიერო პირის განმარტებით, არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის რეგიონში “ფაქიზი და მოსაფრთხილებელი” ურთიერთობები იგულისხმა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები