ქვეყანაში საწვავის ფასი ყოველდღეიური მატება „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა გააპროტესტეს | 18.05.2021

ქვეყანაში საწვავის ფასი ყოველდღე იზრდება. ფასის მატება დღეს საგანგებო ბრიფინგით, “ევროპული საქართველოს” ლიდერებმა გააპროტესტეს. გიგა ბოკერიამ  ბრიფინგი  თბილისის საკრებულოსთან გამართა და საწვავზე აქციზის გაუქმება მოითხოვა. ამბობს, რომ მოქალაქეებს შემოსავლები  ყოველდრიურად უმცირდებათ, იზრდება უმუშევრობა და გაზრდილი ფასები ხალხის ისედაც მძიმე ყოფას, კიდევ უფრო ამძიმებს.  “ევროპულ საქართველოში” თვლიან, რომ გადასახადების დაწევა და საგადასახადო წნეხის შემცირება მოქალაქეების ჯიბეებზე დადებითად აისახება.  თუმცა, მათივე თქმით, ხელისუფლება ასეულობით მილიონი ლარს  გაურკვეველ პროექტებზე ხარჯავს რომლის უკანაც კორიფციული გარიგებები იმალება.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებას  ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო აკრიტიკებს პარლამენტში შესული ოპოზიცია. ამბობენ, რომ მიზეზი კომპეტენციის ნაკლებობაა. ამ შეფასებებს არ ეთანხმებიან მმართველ პარტიაში, სადაც ეკონომიკურ კრიზისზე საუბარს გაურბიან, საწვავის ფასის ზრდაზე კი მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მიზეზი საერთაშორისო ბაზარია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები