ოჯახის სიწმინდის დღე მღვდელმსახურებმა ავტოკლონით მსვლელობით და ქუჩების კურთხევით აღნიშნეს | 17.05.2021

დღეს ქვეყანაში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება – კორონაპანდემიის გამო, უკვე მოერე წელია ღონისძიება განსხვავებული ფორმატით ტარდება. სასულიერო პირებმა  სამების საკათედრო ტაძრიდან ავტოკოლონებით მსვლელობა  გამართეს და დედაქალაქის ქუჩები სტიქაროსნებთან ერთად აკურთხეს.მღვდელმსახურები ამბობენ, რომ ითვალისწინებენ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და თავს იკავებენ საყოველთაო მსვლელობისა და ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისგან.

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ  საქართველოში  2013 წლის 17 მაისიდან  გამოცხადდა. ამ ინიციატივას წინ უძღოდა ლგბტ თემის მიერ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნა და შეკრება. თუმცა რადიკალურად განწყობილმა ჯგუფებმა, მათ შორის სასულიერო პირებმა, შეკრებილები დაარბიეს და მატ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ლგბტ თემის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდაჭერებმა ტერიტორიის დატოვება, სამართალდამცავების დახმარებით შეძლეს.