კახა კახიშვილი „ქართული ოცნებიდან“ წასვლაზე ალაპარაკდა | 14.05.2021

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კახა კახიშვილი მმართველი გუნდიდან  წასვლაზე ალაპარაკდა. პალიტრანიუსის ეთერში კახიშვილმა განმარტა, რომ გუნდს  იმ შემთხვევაში დატოვებს  თუ მხოლოდ  კანონპროექტების მხარდაჭერა მოუწევს. კახიშვილი, რომელიც ისნის მაჟორიტარია ამბობს იმასაც, რომ დეპუტატებს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ეფექტური მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ, რაც მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის პროცესს აფერხებს.

დატოვებს თუ არა კახა კახიშვილი “ქართულ ოცნებას” ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მმართველი გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, ის სხვა პარტიებთან გაერთიანებას გამორიცხავს.