ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა | 13.05.2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით  აიცრა.  ამის შესახებ ტედროს გებრეისუსმა სოციალურ ქსელში დაწერა და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აცრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და პანდემია მხოლოდ ვაქცინაციის  საშუალებით დასრულდება. თუმცა, ორგანიზაციის ხელმძრვანელს არ  დაუკონკრეტებია, რომელიც მწარმოებლის ვაქცინით აიცრა. მასშატაბური ვაქცინაციის მიუხედავად მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ისევ ინდოეთშია, სადაც, ბოლო 24 საათში 4 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.  მსოფლიოში COVID-19-ით სულ ინფიცირებულია 161 100 000-ზე მეტი ადამიანი. ვირუსს ჯამში 3 მილიონ 346 000-ზე მეტი პაციენტი ემსხვერპლა.