პირველი ოპოზიციური ფრაქცია პარლამენტში და რამდენიმე ახალი გადაწყვეტილება უქმე დღეების შემდეგ | 13.05.2021

უქმე დღეების დასრულების შემდეგ პარლამენტმა მუშაობა დღეს ოფიციალურად განაახლა. უმრავლესობასთან ერთად საპარლამენტო ცხოვრებაში აქტიურად ერთვება  შარლ მიშელის შეთანმხებაზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილი.  სამუშაო რეჟიმში დაბრუნებულმა დეპუტატებმა დღეს რამდენიმე ახალი გადაწყვეტილება მიიღეს. პირველი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი  დროები კომისიის თავჯდომარის არჩევა იყო. მას “ქართული ოცნების ” დეპუტატი გივი მიქანაძე უხელმძღვანელებს, კომისიის მდივანი კი ევროპელი სოციალისტების წარმომადგენელი , დავით ზილფიმიანი იქნება. პარლამენტში შესული ოპოზიცია თვლის, რომ კომისიის საქმიანობამ აქტუალობა დაკარგა. “ქართული ოცნება” კი ოპოზიციას კომიისის საქმიანობაში ჩართვას ურჩევს, რათა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს ბოლო მოეღოს.

დღესვე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ შემუშავებული,  2 ერთამენთისგან განსხვავებული  კანონპროექტი დარეგისტრირდა.  ოპოზიციისთვის მმართველი გუნდის ვარიანტი მიუღებელია, ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” 20-21 ივნისის მოვლენებზე, პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს. მმართევლ გუნდში კი ოპოზიციის კანონპროექტს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ოპონენტების მიერ წარდგენილი ვერსია დისკრიმინაციულია და ის საზოგადოების კიდევ უფრო მეტად დაყოფას ემსახურება.

დღესვე პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა. პარტია “ლელომ”  ფრაქცია ”ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” შექმნა, რომელსაც  სხვა ოპოზიციური პარტიებიდან წამოსული რამდენიმე დეპუტატი – სალომე სამადაშვილი და შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი შეუერთდა. ამბობენ, რომ ფრაქციის წევრების  მთავარი მიზანი, შარლ მიშელის დოკუმენტითგათ ვალისწინებული რეფორმების განხორციელება იქნება.

უახლოეს მომავალში  ფრაქციის შექმნას გეგმავს “სტრატეგია აღმაშენებელიც”. პარტიის ლიდერები თქმით,  მაქსიმალურად ეცდებიან ხელისუფლებას დისკომფორტი შეუქმნან. ამ ეტაპზე უცნობია, რომელ ფრაქციას შეუერთდება “ევროპული საქართველოდან” წამოსული დეპუტატი – დავით ბაქრაძე და პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” კვოტით შესული რესპუბლიკელი, ხათუნა სამნიძე.

პარლამენტში ამ დრომდე ცარიელია “ნაციონალური მოძრაობისთვის” განკუთვნილი სავარძლები. ჩაერთვება თუ არა ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა საპარლამენტო საქმნიანობაში – ეს პარტიაში კონსულტაციების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები