პარლამენტი ხვალიდან ორ სხვადასხვა ამნისტიის კანონპპროექტზე მსჯელობას იწყებს | 12.05.2021

საკანონმდებლო ორგანო ხვალიდან  ამნისტიის კანონპროექტზე მსჯელობას იწყებს.  ეს თემა   მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ამ დრომდე  შეუთანმხმებელ საკითხად რჩება. საკანონმდებლო ორგანოში 2 კანონპროექტია რეგისტრირებული. ერთი მმართველი პარტიის, მეორე კი შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციის. პროექტები ხვალ, ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება, რის შემდეგაც მათი განხილვა  პირველი მოსმენით კომიტეტებში დაიწყება.

ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ ვერსიას “ქართულ ოცნებაში” დისკრიმინაციულად თვლიან. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია შარლ მიშელის შეთანხმების აღსრულება, რის გამოც ისინი ამნისტიის კანონპროექტზე კომპრომისისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. თუმცა, “ქართული ოცნება”  კონპრომისებს ითხოვს ოპოზიციის მხრიდანაც.

პარლამენტში შესული ოპოზიცია ამბობს, რომ  კომპრომისებზე საუბარი მას შემდეგ შეეძლებათ, რაც შიდა მოლაპარაკებების დასრულდება.  ამბობენ იმასაც, რომ ორი რადიკალურად განსხვავებული კანონპროექტის დაახლოვება და საერთო გზის გამონახვა შესაძლებელია.

ის ოპოზიციონერი ლიდერები კი, რომლებიც ამ დრომდე უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ იმაზე, რომ ამნისტია არ უნდა  ეხებოდეს ადამიანებს, რომელმაც 20-21 ივნისის ღამეს უფლებამოსილებას გადაამეტეს. “ნაციონალურ მოძრაობაში” დღესაც ამბობენ, რომ პარლამენტში კანონპროექტის განხილვებში მონაწილეობას არ მიიღებენ.