გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის პარალელურად ვაქცინების მარაგი იწურება | 12.05.2021

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 27 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსით დაღუპულთა საერტო რიცხვი უკვე 4363-ია. ბოლო 24 საათში COVID-19-ზე ტესტირება უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის, 41 000-მდე საეჭვო სიმტომების მქონე, პირს ჩაუტარდა, სადიანაც კოვიდ დადებითი 1409 აღმოჩნდა. შესაბამისად დღეს მცირედით იკლო დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა და 3.5% შეადგინა. სპეციალისტები ისევ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობენ და მოსახლეობას რეგულაციების დაცვას ისევ მკაცრად სთხოვენ.

გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის პარალელურად ვაქცინაციის პროცესი ისევ აქტიურად გრძელდება. თუმცა, ვაქცინების მარაგი იწურება. სპეციალურ პორტალზე, სადაც აცრისთვის დარეგისტრირებაა შესაძლებელი, ვკითხულობთ, რომ დღეიდან “სინოფარმის” პირველ დოზაზე რეგისტრაცია შეჩერებულია. მიზეზი ვაქცინის დოზების ამოწურვაა. დარჩენილია “სინოფარმის” მხოლოდ 10 000 დოზაა, რაც ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული ჯგუფებისთვის აქვს შენახული. მცირდება “ასტრაზენეკას” მარაგიც.

გასულ დღე-ღამეში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა 4500-მდე ადამიანს ჩაუტარდა. დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩინური წარმოების “სინოფარმით” საჯაროდ აიცრნენ საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე პარლამენტში შესული ოპოზიციის წევრები. ამბობენ, რომ ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანია  პანდემიის დასრულებისთვის.  დღესვე ჩინური “სინოფარმით”, რესპუბლიკურ საავამდყოფოშივე სოფლის მეურნეობის მინისტრი აიცრა. მან ვაქცინაცია სამინოსტროს თანამშრომელბთან ერთად ჩაიატარა. თქვა, რომ ვაქცინაცია ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნების ერთადერთი გზაა.

ქვეყნის მასშტაბით ჯამურად 71 570 აცრაა ჩატარებული. სრულად ვაქცინირებულია 12 375 ადამიანი. დღეიდან მოქალაქეები “სინოფარმის” მეორე დოზისთვის რეგისტრაციას შეძლებენ. “სინოფარმის” შემთხვევაში, დოზებს შორის საჭირო ინტერვალი 21-28 დღეა. იწყება “ასტრაზენეკას” ვაქცინისთვის რეგისტრაციაც 45 წელს ზევით მოქალაქეებისთვის. აცრისთვის რეგისტრაცია 15 22-ზე დარეკვითაცაა შესაძლებელი.