„ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის და დაკავშირებულია ადგილზე მიღწეულ კონკრეტულ პროგრესზე“ | 12.05.2021

“ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის და დაკავშირებულია ადგილზე რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ კონკრეტულ პროგრესზე” – ეს განხცხადება ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, ქრისტიან დანიელსონმა ევროპარლამენტარების მონაწილეობით გამართულ ონლაინ დისკუსიაზე გააკეთა. დისკუსია საქართველოს მიერ პოლიტიკური სტაბილურობის აღდგენისა და რეფორმების გატარების თემას მიეძღვნა. შეთანხმება, ამნისტიის კანონპროექტი, საარჩევნო კანონმდებლობა და სასამართლო რეფორმა, – ეს ის საკითხებია, რაზეც დანიელსონმა გაამხვილა ყურადღება. ის  ამბობს, რომ საქართველოს შეუძლია ევროკავშირის დახმარების იმედი ჰქონდეს, თუმცა, აქვე ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის.

დისკუსიაში, ასევე მონაწილეობდნენ ევროპარლამენტარები პეტრას აუსტრევიჩიუსი, ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა. ფოგიტას თქმით,  ოპოზიციის პარლამენტს მიღმა ყოფნა ამცირებს საქართველოს შესაძლებლობებს. ევროპარლამენტარის განცხადებით, ოპოზიციამ უნდა გამოიჩინოს ნება და ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი რათა საერთო ენა გამოინახოს. შეთანხმების დოკუმენტის აუცილებლობაზე ისაურბა პეტრას აუსტრევიჩიუსმაც.

“საქართველოს აქვს საკმაო გამოცდილება, მათ შორის, ისტორიული გამოცდილება, რომ გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს. უნდა აღინიშნოს, რომ უსაფრთხოების მდგომარეობა ფართო რეგიონში, ისევე როგორც კავკასიაში, არის სულ უფრო და უფრო რთული. ამასთან გასამკლავებლად საჭიროა პრობლემის იმ სახის გადაწყვეტა, რომელიც ვნახეთ მოლაპარაკებებისას და შეთანხმების მიღწევისას. ვიცი, რომ ეს რთული იყო, რადგან ვიცი მხარეების საწყისი პოზიციები, მაგრამ აბსოლუტურად აუცილებელი იყო. მიუხედავად არსებული თუ მომავალი მთავრობისა, მიუხედავად არსებული თუ მომავალი ოპოზიციისა, საქართველო უნდა გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს, სულ მცირე, სახელმწიფოს ფიზიკური არსებობის შენარჩუნებისთვის, უნდა მიხვიდეთ შეთანხმებამდე და უნდა მოახდინოთ მისი იმპლემენტაცია,” – განაცხადა ფოგიტამ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები