რას აპირებს ნიკა მელია – გარდა შიდაპარტიული კონსულტაციებისა, მელია სხვა პარტიებსაც შეხვდება | 11.05.2021

ნიკა მელიამ კოლეგებთნ შეხვედრის შემდეგ ის გზა გაიარა, რაც სპეცრაზმელებმა 22 თებევრლის დილას ხელბორკილებით გამოატარეს. ოთახს, რომელშიც მელიამ თავისუფლების ბოლო წუთები გაატარა, პოლიციელთა კვალი ჩამსხვრეულ მინაზეც ისევ ამჩნევია. 77 დღიანი პატიმრობის შემდეგ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ოპოზიციამ გაერთიანება ისევ შეძლოს.

ნიკა მელიასთან მისმა გუნდმა ყველა აქტუალურ თემაზე მსჯელობა უკვე დაიწყო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, შევა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში და მოაწერს თუ არა მიშელის დოკუმენტს ხელს 1 კვირაში გახდება ცნობილი. მელია არ გამორცხავს, რომ  პარტია საპარლამენტო მუშაობას შეუერთდეს, თუმცა ირწმუნება, რომ ის ამნისტიის კანონს ისევ არ დაეთანხმება.

“ნაციონალური მოძრაობის” მრგვალ მაგიდაზე ახლა სამი შესაძლო ვარიანტი დევს – საპარლამენტო ბოიკოტის გაგრძელება, მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა ან პარლამენტში ხელის მოწერის გარეშე შესვლა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ნაწილი აღიარებს, რომ სრულფასოვანი მუშაობისთვის პარლამენტში შესვლა აუცილებელია, მაგრამ ახლა მოსაფიქრებილი შესვლის ის ფორმაა, რომელსაც პარტიის წევრთა უმრავლესობა დათანხმდება.

ვიდრე ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია მის პოზიციებს  შეაჯერებს, ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ  15 მაისს დაგეგმილი აქცია  სავარაუდოდ ჩაიშლება. “ნაციონალურ მოძრაობაში” ფიქრობენ, რომ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელი მოწერის შემდეგ ხალხის დიდი რაოდენობით მობილიზება უკვე ვეღარ მოხერხდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები