კორონაპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მსუბუქდება ეპიდვითარება ჯერჯერობით ისევ რთულია | 11.05.2021

კორონაპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მსუბუქდება. 13 მაისიდან მუშაობას განაახლებს მუნიციპალუირი ტრანსპორტი, აღდგება სწავლა როგორც საააღმზრდელო, ასევე სასწავლო დაწესებულებებში. თუმცა, კომენდანტის საათი ჯერ ისევ გაურკვეველი ვადით ძალაში რჩება. დღეს მხოლოდ ის ითქვა, რომ  გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქებაზე მსჯელობა  შესაძლოა, მაისის ბოლოს დაიწყოს. საკოორდინაცო საბჭოს წევრების განმარტებით, ეს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კი ჯერჯერობით ისევ რთულია. ქვეყანა პიკურ მდგომარებაშია. საგანგაშო ნიშნულები სავარაუდოდ კიდევ ორი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება. დადებითობის დღიური მაჩვენებლი უკვე ერთი კვირაა 6%-ია. განსაკუთრებით საგანგაშო გარდაცვლილთა რიცხვია. ბოლო 24 საათში COVID-19-ის კიდევ 31 პაციენტი ემსხვერპლა, რაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, 2 კვირის წინ შემთხვევების მატების შედეგია. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი კიდევ 1788 პირს  დაუფიქსირდა. ინფიცირებულების განსაკუთრებით დიდი რაოდნეობა დედაქალაქში ფიქსირდება, მეორე ადგილზეა  იმერეთი, მესამეზე – სამეგრელო-ზემო სვანეთი. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, თუ წესებს დავიცავთ, ორი კვირის ფარგლებში ინფექცია თანდათან უკუსვლას დაიწყებს. მზარდი სტატისტიკის ფონზე ჯანდაცვის უწყება ირწმუნება, რომ  კლინიკებში თავისუფალი ადგილების დეფიციტი არ არის.

მესამე ტალღა შესაძლოა უფრო საშიში ახალგაზრდბეისთვსი იყოს. ექიმების თქმით, განსაკუთრებით იზრდება  ინფიცირებული ახალგაზრდა პაციენტების რიცხვი. მცხეთის სამედიცინო ცენტრის  კლინიკური დირექტორის თქმით,  კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია ბავშვებშიც.  ექიმები ვარაუდობენ, რომ  აღდგომის დღესასწაულის გამო,  ქვეყანაში ახალი კლასტერები გაჩნდება.

გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე პიზიტიური დინამიკა შეინიშნება აცრის კუთხით. ბოლო 24 საათში COVID-19-ის წინააღმდეგ 5 000-მდე ადამიანი აიცრა. ჯამში კი 67 000-ზე მეტი პირია ვაქცინირებული, სრულად აცრილი კი 11504 ადამიანია. იზრდება ამცრელი ბრიგადების რაოდენობაც. სპეციალისტების თქმით, თუ ვაქცინაციის პრიცესი ამ ტემპით გაგრძელდება, ვაქცინაციის ეროვნული გეგმაც შესრულდება. ჩინური “სინოფარმით” დღეს საჯაროდ აიცრნენ ფეხბურთელი ძმები, არჩილ და შოთა არველაძეები.

“ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა 45 წლამდე დაიწია. გადაწყვეტილება ვაქცინაციის საბჭომ მიიღო.  დღემდე საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენება მხოლოდ 55 წელს გადაცილებულ პირებს შეეძლოთ. 45 წელს ზემოთ მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას ხვალ დღის ბოლოდან შეძლებენ. ხვალვე დაიწყება  “სინოფარმის” მეორე დოზისთვის რეგისტრაციაც. რაც შეეხება კიდევ ერთ ჩინურ ვაქცინას – “სინოვაკს” მას შემდეგ რაც მას ჯანმო მწვანე შუქს აუნთებს, ქვეყანა მის გამოყენებასაც დაიწყებს.

მსოფლიო კი უკვე მოზარდების აცრას იწყებს. ხუთშაბათიდან შეერთებული შტატები „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შექმნილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენებას დაიწყებს. მანამდე, „ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის ასაკიდან იყო დაშვებული.  ქვეყანაში მოსახლეობის 46 პროცენტს ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაკეთებული აქვს. „ფაიზერის“ ვაქცინას 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოყენებისთვის ავტორიზაცია გასულ კვირაში  კანადამაც მისცა. მსოფლიოში კორონავირუსის ვაქცინის 1,29 მილიარდზე მეტი დოზაა გაკეთებული.

ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა კი კვლავ ინდოეთშია. კორონავირუსით გარდაცვლილებს უკვე მდინარეში ყრიან. განგის სანაპიროებზე ათობით ცხედარი გამოირიყა, დაღუპულები, სავარაუდოდ, COVID-19-ით გარდაცვლილები არიან. საერთაშორისო მედიის ცნობით, გვამები მდინარეში იმის გამო გადაყარეს, რომ კრემაციისთვის განკუთვნილი ადგილები გადატვირთულია. ინდოეთში ყოველდღიურად COVID-19-სგან 4 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეალური მაჩვენებელი ოფიციალურ სტატისტიკაზე გაცილებით მაღალია. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კი ახალი ახალი კრიზის წინაშე დგას. ვირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ტვინში “შავი სოკოს” ინფექცია უვითარდებათ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ინდურ შტამს სავარაუდოდ ანტისხეულები ვერ აჩერებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები