აჩი და შოთა არველაძეები პოლიტიკაში მოსვლას უარყოფენ | 11.05.2021

ყოფილი ფეხბურთელები, ტყუპი ძმები, აჩი და შოთა არველაძეები უარყოფენ ინფორმაციას, რომ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდიდან რომელიმე მათგანი თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. მათ დღეს ჟურნალისტებს უთხრეს, რომ პოლირიკაში მოსვლას არ აპირებენ. ყოფილი ფეხბურთელების ტონი ირონიული იყო, მათ დღეს მედიასთან ასევე უარი თქვეს,  საკუთარი პოლიტიკური სიმპათიების  დაფიქსირებაზეც.

შეგახსნებეღ, რომ მას შემდეგ, რაც ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ პოლიტიკაში დაბრუნება დაანონსა, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, თბილისის მერობის კანდიდატად გახარიას გუნდიდან ძმები არველაძეებიდან რომელიმე დასახელებულიყო.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები