20 ივნისის ღამეს დაზარალებულები “ოცნებისა” და ოპოზიციის ამნისტიის კანონპროექტებს გმობენ | 07.05.2021

20-21 ივნისის ღამეს დაზარალებულები მმართველი გუნდისა და ოპოზიციის  მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტებს გმობენ. აქციაზე დაშავებულები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და პოლიტიკურ პარტიებს და საერთაშრისო პარტნიორებს  მოუწოდებენ, რომ არ დაუშვან 20 ივნისის დარბევის ორგანიზატორთა და განმახორციელებელთა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება.  20 ივნისის ამნისტიის კანონის  მიღებას  პრინციპულად ეწინაამდეგეებიან სამოქალაქო აქტივისტებიც. ფიქობენ, რომ ადამიანები, რომლებმაც აქციის ღამეს არაადამიანური მოპყრობა გამოიჩინეს სისხლის სამართკლებრივ პასუხისმგებლობას ვერ უნდა გაექცნენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები