კორონავირუსით თბილისში ახალნამშობიარები 34 წლის ქალი გარდაიცვალა. ვერც ჩვილის გადარჩენა შეძლეს | 07.05.2021

კორონავირუსით თბილისში ახალნამშობიარები, 34 წლის ქალი გარდაიცვალა. ექიმებმა ვერც ჩვილის გადარჩენა შეძლეს. 7 თვის ფეხმძიმე ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში დაახლოებით 2 კვირის წინ, მაღალი სიცხით შეიყვანეს. მედიკოსებმა ახალგაზრდა ქალს 24 აპრილს საკეისრო კვეტა ჩაუტარეს,  თუმცა ჩვილმა მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა. 34 წლის ქალი გუშინ გარდაიცვალა, კორონავირუსი კი მას  აპრილის შუა რიცხვებში დაუდასტურდა.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ რთულია, თუმცა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მცირედით იკლო. 8%-მდე ასული დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 24 საათის მონაცემებით 6%-მდე შემცირდა. გასულ დღე-ღამეში საეჭვო სიმპტომების გამო 25 541 ადამიანი გაიტეტსა, რომელთაგან კორონავირუსი 1 547 ადამიანს დაუდგინდა. ინფექციას კიდევ 18 პაციენტი ემსხვერპლა. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის ინფორმაციით გახშირდა  განმეორებით ინფიცირების შემთხვევები, რომლებიც მსუბუქად არ მიმიდნარეობს.

ჯანდაცვის უწყება შემთხევევების მატებას კიდევ ელოდება. ამიტომ ჯანდაცვის მისისტრის თქმით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ჯერჯერობით არ იგეგმება. ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე ირწმუნებიან, რომ უწყება სიტუაციას უმკლვადება.

გაუარესებული ეპიდმდგომარეობის პარალელურად გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. “სინოფარმით” იმუნიზაციის პროცესში ჩართვის მსურველთა რაოდენობა ისევ მაღალია​.  ამ დროისთვის „სინოფარმის“ ვაქცინაზე 28 ათასამდე ჯავშანია გაკეთებული. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველო „ნოვოვაქსსა და „ჯონსონ და ჯონსონის“ ვაქცინებს კოვაქს პლატფორმაზე განთავსებისთანავე მიიღებს. გამყრელიძის თქმით, საქართველოში აცრის შემდეგ დაინფიცირების 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა თითქმის ყველასთან ინფექცია მსუბუქად და ხშირ შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის შემდგომი გართულება 120 შემთხვევაში დაფიქსირდა, ხოლო ანაფილაქსიური შოკი მხოლოდ 1 პაციენტს გამოუვლინდა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჟურნალისტების ორგანიზებულად აცრის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს პიარ-დეპარტამენტი იმუშავებს. გამყრელიძე ვარაუდობს, რომ მოხდება ორგანიზებულად აცრა, როგორც ეს სხვა ჯგუფების შემთხვევაში გაკეთდა. ამირან გამყრელიძემ დღესვე ისიც განმარტა,  ვაქცინაციიდან რამდენ ხანში შეიძლება ალკოჰოლის მიღება, რაც მისი თქმით, საქართველოში ყველაზე აქტუალური შეკითხვაა.

თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში პედაგოგთა ნებაყოფლობითი ვაქცინაციაც აქტიურად გრძელდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინაცია იმერეთისა და გურიის რეგიონების პედაგოგებს ჩაუტარდათ. ჩინური ვაქცინა “სინოფარმით” აიცრა დღეს იუსტიციის მინისტრი მოადგილესა და უწყების თანამშრომლებთან ერთად. ვაქცინაციის შესაძლებლობა სამინისტროს იმ სამსახურების თანამშრომლებს მიეცათ, რომელთა საქმიანობა სერვისების მიწოდებას უკავშირდება.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 3089 ადამიანი აიცრა. ჯამურად კი 54 687 პირია აცრილი. სრულად ვაქცინირებული უკვე  8700 მოქალაქეა.