ნიკა მელიას ბედი ისევ გაურკვეველია – ის თანახმაა მხოლოდ ევროკავშირის გირაოზე | 07.05.2021

ნიკა მელიას ბედი ისევ გაურკვეველია.  ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი პოლიტიკურ კონსულტაციებს ციხეში აგრძელებს. დღეს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი ბოტკოველი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ბაჩუკი ქარდავა იმყოფებოდნენ.  მათი ინფორმაციით, 224-ე საკნის პატიმართან  მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე   ისაუბრეს,  თუმცა კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი არ ყოფილა. შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მელიას  პოზიცია ამნისტიის კანონთან დაკავშირებით არ შეცვლილა და ის  თანახმაა მხოლოდ ევროკავშირის გირაოზე.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები