ქვეყანაში ოსტატთა რეესტრი იქმნება – ინიციატივის ავტორი კულუტრის მინისტრი თეა წულუკიანია | 06.05.2021

ქვეყანაში ოსტატთა რეესტრი იქმნება. ინიციატივის ავტორი კულუტრის მინისტრი, თეა წულუკიანია. მინისტრმა  ოსტატთა რეესტრის შექმნის გადაწყვეტილება იმ მიზეზით მიიღო, რომ  საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სათანადო ხარისხით დაცვა მოხდეს. მაგალითად დღეს მინისტრმა, გელათის სამონასტრო კომპლექსი დაასახელა და თქვა, რომ არაკვალიფიციურმა ოსტატმა ძეგლი დააზიანა. როგორც თეა წულუკიანმა დღეს გამართულ  საგანგებო  ბრიფინგზე თქვა,  დღეიდან 15 ივნისამდე, სამინისტრო ოსტატების განაცხადების მიღებას იწყებს.  თეა წულუკიანი ამბობს, რომ ოსტატი მომავალი წლიდან არ იქნება აღრიცხული ოსტატთა რეესტრში, ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაცია-რესტავრაციაში ვერ ჩაერთვება.