ვინ იქნება გერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი | 06.05.2021

ვინ იქნება  გერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი – კითხვაზე კონკრეტული პასუხი  ამ ეტაპზე  უცნობია. ოპოზიციის წევრები მხოლოდ იმას ამბობენ,  რომ  ოპოზიციში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის ფორმაზე  ნიკა მელიას საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ იმსჯელებენ.  თუმცა, მელიას ციხიდან  გამოსვლამდე  საკუთარ პოზიციაზე ღიად საუბრობს “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი. გიორგი ვაშაძე არჩევნებისთვის მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას აანონსებს, თუმცა ამბობს, რომ მერობის კანდიდატად საკუთარ თავს არ განიხილავს.