ნაცმოძრაობაზე გალაშქრებით ვაშაძე ქულების დაწერას ცდილობს – დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებში | 06.05.2021

“ნაციონალურ მოძრაობას” ერთი ადგილი უნდა ეყოს და ნიკა მელიას პატიმრობიდან დაიხსნას” – გიორგი ვაშაძის ამ ხმაურიანი განცხადების შემდეგ ყოფილ თანაგუნდელებს შორის ურთიერთობა იძაბება. “ნაციონალურ მოძრაობაში” ვაშაძის ეს განცხადება გადამეტებულ ამბიციას დააბრალეს. ნიკა მელიას პარტიაში ამბობენ, რომ ვაშაძე მათზე გალაშქრებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს. თავად გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ მისი კომენტარი გამგებმა გაიგო, ოპოზიციის მიზანი კი არა მელიას ციხეში ჩატოვება, არამედ მისი გათავისუფლება უნდა იყოს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები