მელაშვილის გარეჯში ჩასვლა პროვოკაციაა, ვფიქრობ “მთავარი არხის” დაგეგმილია – ჯაღმაიძე | 06.05.2021

“მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფსა  და ივერი მელაშვილზე თავდასხმის ფაქტს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღავნელი პირველად სამი დღის შემდეგ გამოეხმაურა. ანდრია ჯაღმაიძემ მომხდარს “მთავარი არხის” მიერ მოწყობილი პროვოკაცია უწოდა, რომელშიც ივერი მელაშვილი მონაწილეობდა. ჯაღმაიძე ფიქრობს, რომ შესაძლოა მელაშვილს ადგილზე ჩასვლა საერთოდ არ უნდოდა და ეს “მთავარმა არხმა” დაგეგმა. ანდრია ჯაღმაიძე ასევე ამბობს, რომ მიუხედავად პროვოკაციისა სასულიერო პირი საეკლესიო ქცევის ნორმებში უნდა დარჩეს. თუმცა ჯაღამაიძეს მიაჩნია, რომ ეს არ არის ის საკითხი, რომლის შესახებაც სინოდის სხდომაზე უნდა იმსჯელონ.

ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სასულიერო პირების მხრიდან “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფსა და კარტოგრაფ, ივერი მელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სმაინისტრომ ძალადობის მუხლით დაიწყო. თავდასხმა “მთავარ არხზე” იმ დროს მოხდა, როდესაც გადამღები ჯგუფი დავით გარეჯში, ივერი მელაშვილთან ერთად იმყოფებოდა და სიუჟეტზე მუშაობდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები