ბორდერიზაციის პროცესი -ოკუპანტები ამჯერად ღოღეთისა და თამარაშენის მონაკვეთზე გამოჩდნენ | 06.05.2021

რუსი ოკუპანტები ამჯერად ღოღეთისა და თამარაშენის მონაკვეთზე გამოჩდნენ. ადგილზე გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში ანტისაოკუპაციო  მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა აქვეყნებს. მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა  სამუშაოები ადგილზე დღეს დილიდან დაიწყეს. კონკრეტულად კი,  საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა  სავაზლ გზაზე მავთულხლართების გასავლებად ბოძების მონტაჟი დაიწყეს. საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესებზე  სახელმწიფო უწყებები ამ ეტაპზე დუმან.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხნულები 2 კვირის წინ სოფელ ტახტიძირშიც გაავლეს და ამავე მონაკვეთზე შემდგომ ბოძებიც დაამონტაჟეს. აღნიშნული საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე დააყენეს და განაცხადეს, რომ მსგავსი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები