რუსეთი სამი თვით წიწიბურის, მარცვლეულის და ბურღულეულის ექსპორტს კრძალავს | 05.05.2021

რუსეთი სამი თვით წიწიბურის, მარცვლეულის და ბურღულეულის ექსპორტს კრძალავს. ქვეყნის მთავრობა გადაწყვეტილებას პროდუქტის მოცულობის და ფასის შენარჩუნების არგუმენტით ხსნის. გამონაკლისის დაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ წიწიბურა ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია. ეს სიახლე საქართველოსთვის საინტერესო დღეს არსებული სტატისტიკიდან გამომდინარეა – საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, რომ პროდუქტის თითქმის, 100% რუსეთიდან შემოდის.