საფლავებზე გასვლას ხვალიდან იქნება შესაძლებელი | 04.05.2021

კორონაპანდემიის გამო დაწესებულ  რეგულაციებს  პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით  მესამე დღეა ინტენსიურ რეჟიმში აკონტროლებს. მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილებით, შეზღუდვების დარღვევა ითვალისწინებს სამართალდამრღვევი პირს დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.  შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.  მოქალაქეები საფლავებზე გასვლას ხვალიდან შეძლებენ.