გაძვირებული ცხოვრება და გაღარიბებული მოსახლეობა – ქვეყანაში მდგმარეობა დღითიდღე უარესდება | 04.05.2021

ქვეყანაში  ეკონომიკური და სოციალური მდგმარეობა დღითიდღე უარესდება. ამის თქმის საფუძველს ინფლაციის მაჩენებელი იძლევა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურის იფორმაციით, წლიური ინფლაციის დონემ 7.2% შეადგინა, რაც დარგის სპეციალისტების შეფასებით შემაშფოთებელი მაჩვენებელია. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.93% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშით, გასულ თვეს  დრამატულად გაიზარდა პროდუქტების ფასები. განსაკუთრებით მაღალი ზეთის ფასია – ის 40.2% გაძვირდა. გაძვირებულია შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული, ასევე ყავა, თევზეული, პური და პურპროდუქტები. ფასები მომატებულია რძის პროდუქტებზეც.

ის, რომ ქვეყანაში  მოსახლეობას ცხვორება საგრძნობლად გაუძვირდა იციან დარგის ექსპერტებმაც.  ისინი პრობლემას ხელისუფლების მიერ ეკონომიკის მიმართულებით გადადგმულ არასწორ ნაბიჯებში ხედავენ. ამბობენ, რომ თუ პროცესები ასე გაგრძელდა  ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო დიდ ჩიხში შევა და პროდუქტებზე ფასების მატებაც გაგრძელდება. ეკონომისტები  გამოსავალს ეკონომიკის გახსნაში ხედავენ.  მათი თქმით, აუცილებელია ტურიზმის სექტორის ამუშავება და იმ  მავნებლური შეზღუდვების გაუქმება, რომელსაც მთავრობა აწესებს. გამოსავალი მათივე შეფასებით, დროული ვაქცინაციაა.

თუ ქვეყანაში ტურიზმი არ აღდგა, დარგის სპეციალისტები  ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას პროგნოზირებენ. ეროვნული ბანკის დღეს გამოცხადებული კურსით, ლარი მცირედით გამყარდა. 1 დოლარის შეძენა – 3 ლარად და 45 თეთრად არის შესაძლებელი, 1 ევრო კი 4 ლარი და 13 თეთრი ღირს. თუმცა,  კურსი გაცილებით მაღალია სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები