მეორე აღდგომა ჩაკეტილი სასაფლაოების ფონზე | 03.05.2021

უკვე მეორე წელია რაც კორონა პანდემიის  გამო, მოქალქეებს საფლავებზე  გასვლა ეკრძალებათ. მოსალოდნელი ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად, მთავრობამ სასაფლაოებთან მისასვლელი გზები გუშინ, სამი დღით  ჩაკეტა. ვითარებას  კი ადგილზე საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. საფლავზე შესვლის შემთხვევაში, მოქალაქეებს 2 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. მთვრობის  ამ გადაწყვეტილებამ  უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოების დიდ ნაწილში. ამბობენ, რომ ხელისუფლებას საფლავზე  გასვლის მსურველთა  რიგის კონტროლი მარტივად  შეეძლო, თუმცა ტრადიციის დაცვა მოქლაქეებს მაინც აუკრძალეს.