“პატივისცემა გამოვხატოთ მედიისადმი, ჩვენი თავისუფლების სადარაჯოზე მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის” | 03.05.2021

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგანი ვიდეო მიმართვას ავრცელებს. ელჩი ყურადღებას მედიის თავისუფლებაზე  დამოუკიდებლობასა და ლიდერებისა და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებაზე ამახვილებს. კელი ამბობს, რომ თავისუფალი პრესა დემოკრატიის ქვაკუთხედია, სწორედ ამიტომ პატივისცემას გამოხატავს მედიის წარმომადგენლების მიმართ და ჟურნალისტების თავისუფლად მუშაობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმაც გაავრცელა. ამბობს, რომ ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არის “ვაქცინა” დეზინფორმაციის წინააღმდეგ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები