გავრილოვის ღამეს დაზარალებული ამნისტიის წინააღმდეგ | 30.04.2021

20 ივნისის საქმეზე ამნისტიის წინააღმდეგია მოძრაობა “სოლიდარობის” ხელმძღვანელი და 20 ივნისის დაზარალებული ლაშა შუკაკიძე. ამბობს, რომ  ხელისუფლება ცდილობს სისხლიანი დარბევის ფაქტი სამართლებრივად  გაამართლოს და გაათავისუფლოს ადამიანები, რომლებიც გავრილოვის ღამეს აქტივისტებს უსწორდებოდნენ. მისი შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფოს ღალატის ტოლფასია. შუკაკიძე  ამბობს, რომ თუ საქართველოს პარლამენტი მაინც მიიღებს ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, მოძრაობა “სოლიდარობა” აპირებს, რომ აქტის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.