რუსთაველის ეროვნულ თეატრში მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს | 30.04.2021

რუსთაველის ეროვნულ თეატრში მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.  მსახიობს  რუსთაველის ეროვნული თეატრიდან  პირველ მაისს, 14:00 საათზე გამოასვენებენ. კახი კავსაძეს, ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები