ნიკა მელიას მორიგი მხარდამჭერი აქცია რუსთავის ციხესთან | 29.04.2021

“ნაციონალური მოძრაობის”  ახალგაზრდული ორგანიზაციის “მელიების”  წარმომადგენლები ციხესთან  მივიდნენ და მელიას პატიმრობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. “მელიებმა” “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდმარეს სოლიდარობა შეძახილებითა და ტრანსფარანტებით გამოუხატეს. მის საკანთან ფერადი კვამლიც გაუშვეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ აქვთ მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილის სასამართლო განაჩენს ნიკა მელიას სასარგებლოდ გამოიტანს.