COVID-19-ის მართვის სტრატეგია, ეპიდვითარება, იმუნიზაციის პროცესი – ტიკარაძეს პარლამენტში მოუსმინეს | 28.04.2021

მაისის ბოლომდე საქართველოში „ასტრაზენეკას“ 86 000 დოზა და „სინოვაკის“ 100 000 დოზა შემოვა. განცხადება დღეს პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა. COVID-19-ის მართვის სტრატეგია, ეპიდვითარება და იმუნიზაციის პროცესი – ეს ის საკითხებია, რაზეც მინისტრმა ყურადღება გაამხვილა.  მისი თქმით, პანდემიის დასასრული და არსებული შეზღუდვების მოხსნის ერთ-ერთი მთავარი საშუალება მოსახლეობის აქტიური იმუნიზაციაა. ტიკარაძის ამბობს, რომ ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობისთვის, სამინისტრო კოვიდვაქცინაციის პუნქტების რაოდენობას ზრდის.

როგორც მინისტრმა მის მოხსენებაში აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებას გეგმავს. ასევე იქმნება წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხს შეისწავლის.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები