პურის მცხობელები, სუბსიდირების გარეშე დარჩნენ | 28.04.2021

პურის მცხობელები სუბსიდირების გარეშე დარჩნენ – ამის შესახებ „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ისაუბრა. მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ არცერთ პურის მცხობელს ელექტროენერგიის სუბსიდირება არ მიუღია, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია.  დოლიძე პურის მწარმოებლების წინაშე არსებულ კრიზისზე საუბრობს და აცხადებს, რომ  ბევრი წარმოება უკვე  გაჩერდა.