ოკუპანტებთან უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი აქციებს აანონსებს | 28.04.2021

ოკუპანტების მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი, მისი გათავისუფლების მოთხოვნით, აქციებს აანონსებს. იმედოვნებენ, რომ პროტესტს შედეგი ექნება და 9 თვიანი  უკანონო პატიმრობის შემდეგ მას გაათავისუფლებენ. ზაზა გახელაძის ოჯახის მოსანახულებლად დღეს სუს-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იმყოფებოდა, თუმცა ოჯახი შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებთან ითხოვს. გახელაძე ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გასული წლის 11 ივლისს რუსმა ოკუპანტებმა  გაიტაცეს.  მას  ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის ბრალდებით 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები