გაძვირებული სესხი ვალუტის გაუფასურების, ფასების ზდის და ეკონომიკური კრიზისის ფონზე | 28.04.2021

ეროვნული ვალუტის  ყოველდღიუირი გაუფასურების, პროდუქტებზე ფასების ზრდისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, 125 ათასამდე ადამიანს სესხი 1%-ით გაუძვირდა. ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 1%-ული პუნქტით – გაზარდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მარტში წლიურმა ინფლაციამ 7.2 პროცენტი შეადგინა. გასული წლის დეკემბრიდან ინფლაციის მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ შეამცირა. მარტიდან სუბსიდიის დასრულება კი ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით აისახა. როგოც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, კურსის სტაბილურობისთვის ვაქცინაციის ტემპის დააჩქარება მნიშვნელოვანია, რადგან ამას ტურისტების ზრდა მოჰყვება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები