6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტშია – პოლიტიკური განცხადებები სესიაზე | 27.04.2021

საპატიმროში მყოფ ნიკა მელიას და გიორგი რურუას ოპოზიცია დღეს მეათე მოწვევის პარლამენტიდან პირველად მიესალმა. მათ, ვინც ბოიკოტის რეჟიმი დაარღვიეს და საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ იმედი გამოთქვეს, რომ შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებული დოკუმენტი სრულად შესრულდება და ქვეყანაში პოლიტიკური დევნა შეწყდება. ოპოზიცია ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ მას შემდეგ დასრულდება, რაც შეთანხმების გარშემო სრული ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდება. ამისთვის კი, როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ საჭიროა ამნისტიის კანონპროექტის მიღება, თუმცა მათი თქმით ის არ უნდა შეეხოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს დემონსტრანტებს სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს.

დასრულდება თუ არა პოლიტიკური კრიზისი და შეივსება თუ არა პარლამენტში ცარიელი სავარძლები  – ეს ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე იქნება დამოკიდებული. თუმცა, ამ საკითხთან დკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ჯერ კიდევ აზრთასხვადასხვაობაა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები