პარლამენტში შესვლა პრინციპების ღალატს არ ნიშნავს – ოპოზიცია თავის მართლების რეჟიმში | 27.04.2021

პროტესტი, დაპირისპირება და პოლიციის კორდონი – ამ გზის გავლა მოუხდა დღეს ოპოზიციას, ვიდრე პარლამენტში, მათთვის გამოყოფილ ადგილებს დაიკავებდა. პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც დღეიდან ბოიკოტი შეწყვიტეს, პარლამენტის უკან  შეკრება 11:00 საათიდან დაიწყეს. პირველი ვინც საკანონდებლო ორგანოში მივიდა, გიორგი ვაშაძე იყო, რომელსაც შენობაში შესვლა შეძახილების ფონზე მოუხდა. საპარლამენტო მუშაობის პირველივე დღეს ოპოზიციას იმის მტკიცება მოუწია, რომ მათი პარლამენტში შესვლა პრინციპების ღალატს არ ნიშნავს.

პარლამენტში შესული ოპოზიციონერების ერთმა ნაწილმა  პარლამენტის ეს დერეფნ დღეს პირველად გაიარა. სხდომათა დარბაზში შესვლამდე ოპოზიცია ბრიფინისთვის გამოყოფილ სივრცეში შეიკრიბა და საზოგადოებას საერთო განცხადებით მიმართა. პარლამენტში შესულები ამბობენ, რომ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერით დაიწყო ის პროცესი, რაც ქვეყანას სჭირდება.

პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სისტემური რეფორმები – ესაა ის ორი მთავარი მიზეზი, რაც ოპოზიციას პარლამენტში შესვლის არგუმენტად მოჰყავს. ისინი ამნისტიის კანონის განხილვას იწყებენ, რომელიც მათი მტკიცებით, გავრილოვის ღამის ბრძანების გამცემებს არ შეეხება. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ამნსიტიის პროექტი დღეს აღარ დაინიცირდება, თუმცა მხარეებს დოკუმენტით ნაკისრი პირობების შესრულება მოუწევთ.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ახლა სასამართლოს და პარლამენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია. 29 აპრილს საქალაქო სასამართლო მელიას საქმეზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს და არ არის გამორიცხული, მელია მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ევროკავშირის  გირაოს  სანაცვლოდ გაათავისუფლოს.