კორონავირუსის შემთხვევები ისევ მზარდია, ვაქციანაცია კვლავ ნელი ტემპით მიდის | 27.04.2021

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის პროცესში 18 წელს მოქალაქეები ერთვებიან. გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე მიიღეს. გადაწყდა, რომ 18 წლის ზემოთ მოქალაქეები ჩინური  „სინოფარმით“ ვაქცინაცინით აცრას შეძლებენ. რეგისტრაციის გავლა კი დღეიდან იქნება შესაძლებელი. ჯანდაცვის მინისტრის ამბობს, რომ გადაწყვეტილების საფუძველი ის  კვლევები გახდა, რომელთა მიხედვითაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის „სინოფარმი“ უსაფრთხოა.  ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციითვე, მომავალი კვირიდან საქართველოში ვაქცინაციის პუნქტებს კიდევ 78 ქსელი დაემატება.

საქართველო “ფაიზერის” მილიონამდე დოზას მიიღებს. ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. ქვეყანაში  იგეგმება  43 000  დოზა “ასტრაზენეკას” და “სინოფარმის” 250 ათას დამატებით დოზის შემოტანაც.

კორონავირუსის შემთხევევები ისევ მზარდია. დადებითობის დღიური მაჩვენებელი უკვე ორი კვირაა 4%-ზე მეტია. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 27 000-ზე მეტი ტესტი ჩატარდა, საიდანაც დადებითი 1578 აღმოჩნდა. ვირუსს კიდევ 17 პაციენტი ემსხვერპლა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა დედაქალაქში, სადაც ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 1001 შემთვევა გამოვლინდა. აქტიური შემთხვევების რაოდნეობა 14 000-ს მიუახლოვდა, საიდანაც 658-ის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის წინააღმდეგ 40 095 ადამიანია აცრილი. ბოლო 24 საათში კი  1542 პირი აიცრა.