კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს | 27.04.2021

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს. კენჭისყრამდე “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატებსიტყვით მიმართა. კითხვა კი მას მხოლოდ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიაჩიამ დაუსვა. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური 24 აპრილს, მას შმედეგ გახდა, რაც არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განაცხადა. მან ვიცე-სპიკერის პოსტზე გადაინაცვლა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და უკვე რიგითი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა და მიზანმიმართული ჭორი უწოდა მერობის არჩევნებში მის შესაძლო მონაწილეობას. მისი თქმით, “ქართული ოცნების” სურვილია, რომ მერობის კანდიდატი კვლავ კახი კალაძე იყოს, თუმცა ამაზე გადაწყვეტილება თავად კალაძემ უნდა მიიღოს. მისივე თქმით, გუნდი მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საარჩევნო კამპანიის დასაწყისში გაახმოვანებს.