“არა ჯალათების ამნისტიას” “მონებო”! – ოპოზიციის ნაწილს პარლამენტში შესვლა სტვენის ფონზე მოუხდა | 27.04.2021

ხმაური იყო დღეს პარლამენტთან. ოპოზიციის ლიდერებს, რომლებმაც შარლ მიშელის შეთანმხმებას ხელი მოაწერეს და საპარკამენტო ბოკოტი შეწყვიტეს, დღეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეძახილების, ხამურისა და სტვენის ფონზე მოუხდათ.  პარლამენტთან  20 ივნისს დაზარალებულები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ და  ამნისტიის კანონის მიღება გააპროტესტეს.

“არა ჯალათების ამნისტიას” – სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან ბანერები მიიტანეს, რომელზეც 20 ივნისის სისხლიანი ღამის მოვლენები იყო  ასახული. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათთვის დაუშვებელია ამნისტია შეეხოს იმ პოლიციელებს, რომლებიც ე.წ გავრილოვის ღამეს, აქციის მონაწილეებს მიზანმიმარტულად, ფიზიკურად უსწორდებოდნენ. აქციაზე იმყოფებოდნენ ის პირებიც, რომლებიც 20  ივნისს, სამართალდამცავების მხრიდან პირადად დაზარალდნენ.

სამოქალაქო აქტივისტემა დღეს დეპუტატებს ნიკა მელიას იმ ინიციატივის გათვალისწინებაც მოთხოვეს, რომლითაც “ნაცინალური მოძრაობის” ლიდერი ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდას თანხმდება, თუმცა სანაცვლოდ მელია ამნისტიის კანონის პარლამენტიდან გამოწვევას ითხოვს.

ექვსთვიანი ბოიკოტის შემდეგ ოპოზიციის ნაწილი დღეს  პარლამენტში შევიდა. ისინი ახლა ამნისტიის შესახებ კანონპროექტის დარეგისტრირებას აპირებენ, რის შემდეგაც, ნიკა მელიამ საპატიმრო უნდა დატოვოს, შარლ მიშელის შეთანხმების შედეგად, პრეზიდენტის შეწყალებით  ციხიდან გამოვა “მთავარი არხის” მეწილე – გიორგი რურუაც.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები