შეზღუდვები მკაცრდეება- 3-დან 12 მაისის ჩათვლით ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს

მთავრობა შეზღუდვებს ამკაცრებს. 3-დან 12 მაისის ჩათვლით ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს – გადაწყვეტილება დღეს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. მიზეზი ინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდაა. აღდგომის დღესასწაულის პერიოდში შეიზღუდება სასაფლაოზე გასვლაც. ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები. საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად კი კომენდანტის საათის დრო მხოლოდ აღდგომის ღამეს იცვლება. გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 1 მაისის 23:00 სათიდან 2 მაისის დილის 04:00 საათამდე იმოქმედებს. უწყებათაშორისი საბჭოს ინფორმაციით სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება.  მათ შორის, ტაძრებში დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები