სუსი-ს ანგარიში პარლამენტში | 26.04.2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში. უწყების ანგარიშში ქვეყნის  წინაშე არსებული მთავარი გამოწვევად, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორების ოკუპაცია რჩება. დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში, სუსის მხრიდან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო დაკავების – 64, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 13 შემთხვევა იდენტიფიცირდა. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საოკუპაციო რეჟიმების მიერ დატყვევებულ ზაზა გახელაძესა და ირაკლი ბებუაზე, რომელთაც რუსეთმა უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ანგარიშში საუბარია საქართველოს მოქალაქეების გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობების საქმეებზეც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შენიშვნები აქვს პარტია “მოქალაქეების” ლიდერს. როგორც მან ჟურნალისტებს ანგარიშის მოსმენის შემდეგ უთხრა, საქართველოში საჯაროდ არცერთი რუსი ჯაშუში არ გამოაშკარავებულა, რაც უწყების სისუსტეზე მიუთითებს. “ევროპულ საქართველოში” კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს  უკვე დიდი ხანია, ხელისუფლების პოლიტიკურ იარაღად მოაზრებენ, ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” უწყებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ყოველწლიური ანგარიში დეპუტატებმა დღეს, გაერთიანებული კომიეტეტბის სხდომაზე მოისმინეს. დოკუმენტის განხილვა მოხდება უახლოეს პლენარულ სხდომაზე.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები