გაითხოვეთ ამნისტია – ნიკა მელია მზად არის დათანხმდეს ევროკავშირის მიერ შჭეთავაზებულ გირაოს | 26.04.2021

“ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდა, ამნისტიის  კანონპროექტის პარლამენტიდან  გაწვევის სანაცვლოდ” – ასეთია ნიკა მელიას პირობა,  ამნისტიის კანონის ინიცირებამდე 1 დღით ადრე. მელია მის საგანგებო მიმართვაში ხასგაზმით ამბობს, რომ თუ “ქართული ოცნება” უარს იტყვის ამნისტიის კანონის მიღებაზე, მზად არის ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს თანხას დათანხმდეს. დღევანდელი მიმართვის ადრესატი “ქართული ოცნების” გარდა, ოპოზიციაც არის. მელია ამბობს, რომ 20 ივნისის ამნისტიით, ხელისუფლების მიზანი ისტორიის გადაწერაა, ამიტომ ოპოზიციამ ამ პროცესში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.

“მინდა მივმართო ჩემს მეგობრებს ოპოზიციიდან, ვინც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს. რუსთავის ციხის 224- საკნიდან, მინდა უმორჩილესად გთხოვოთ, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ მონაწილეობა ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რასაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ქვია. არც მე და არც არავინ არ ღირს იმად, რომ ანტისაოკუპაციო აქციის სამარცხვინოდ დამრბევ დამნაშავე პოლიციელებს და ბრძანების გამცემებს მინიმალური შანსი მაინც მივცეთ, თავი დააღწიონ სამართლიან მართლმსაჯულებას. კვლავ გავიმეორებ, ახლა თუ რამეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ეს ოპოზიციური ერთობაა. არც ერთ ვითარებაში არ უნდა დავუშვათ მისი რღვევა. არ უნდა დავუშვათ ყველა მხარემ. ამიტომაც, ყველას მინდა ვთხოვო, თავი შევიკავოთ იმგვარი ქმედებებისგან, რომლებიც ამ ერთობას შეუქცევად დაზიანებას მიაყენებს. ამიტომაც, გთხოვთ თქვენ და მივმართავ დოკუმენტზე ხელმომწერქართულ ოცნებას”: გაითხოვეთ ამნისტიის საკითხი და მოხსენით იგი დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ. თუ შეუძლებელია ამნისტია შეეხოს მხოლოდ .. გავრილოვის პროტესტანტებს, მაშინ ნუ იარსებებს ამნისტია საერთოდ. გაითხოვეთ ამნისტია, და, ამ შემთხვევაში, მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები