ჩაუდგებიან თუ არა ევროპარლამენტარები ნიკა მელიას თავდებში – „ლელოს“ იდეა ევრიოპელ დეპუტატებს | 22.04.2021

ჩაუდგებიან თუ არა ევროპარლამენტარები ნიკა მელიას თავდებში – ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა “ლელოს” წევრებმა ევროპელ დეპუტატებს ეს იდეა უკვე შესთავაზეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. პარტიის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ამგვარი თავდებობის პრაქტიკა უკვე არსებობს, ამიტომ ჯერი ახლა ევროპარლამენტარებზე შემდეგ კი პროკურატურაზეა. მათივე თქმით, მელიას თავდებობის გზით გათავისუფლების შემთხვევაში, არსებული გაუგებრობა მინიმუმადე იქნება დაყვანილი.