მოვუწოდებთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებსა იგივე სიმამაცე გამოავლინონ – ევროპარლამენტარები | 22.04.2021

ევროპარლამენტარები “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციურ პარტიებს შორის 19 აპრილს მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებას მიესალმებიან. მარინა კალიურანდი, ვიოლა ფონკრამონი და სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებას ავრელებენ და დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ იგივე სიმამაცე გამოავლინონ და შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელი მოაწერონ. ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ შეთანხმების დოკუმენტი არის პოლიტიკურად გაწონასწორებული და ის არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის გზის შეთავაზებაა.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს წინადადება პოლიტიკურად გაწონასწორებულია და ყველა ქართველი მოქალაქის საჭიროებებსა და ლეგიტიმურ მოლოდინებს დებატების ცენტრში აქცევს. ის არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის გზის შეთავაზებაა და შეუძლია ხელი შეუწყოს პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას, რამაც საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოწამლა. წინადადება ახალ სტიმულს აძლევს დემოკრატიის კონსოლიდაციას და კანონის უზენაესობას, რითაც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს შეესაბამება. მოვუწოდებთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებსა პარლამენტის ცალკეულ წევრებს, იგივე სიმამაცე გამოავლინონ საქართველოს სასიკეთოდ. ამ პოლიტიკური კრიზისის სრული და საბოლოოდ უკან ჩამორჩენით, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი სრულყოფილად ფუნქციონირებას დაიწყებს და უზრუნველყოფს შეთანხმების სრულყოფილად განხორციელებას,” – აცხადებენ ევროპარლამენტარები.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები