‘ნიკას თავისუფლებით ნურავინ ივაჭრებს’’ – მსვლელობა რუსთავის ციხისკენ და მხარდამჭერი აქცია | 21.04.2021

“ნიკას თავისუფლებით ნურავინ ივაჭრებს” – ამ ლოზუნგით გაიმართა დღეს აქცია-მსვლელობა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად. რუსთავის ციხესთან  პარტიის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები  და ის მხარდამჭერები მივიდნენ, რომლებიც  ნიკა მელიას პატიმრობას უკანონოს უწოდებენ და თვლიან, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია. მელიას მხარდამჭერებმა  ავტოკოლონებით მსვლელობა დღეს რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს  და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდნენ. მხარდამჭერებს მელია, საკნის ფანჯრიდან მიესალმა.

პოლიტიკოსებისა და თანაგუნდელების გარდა, ნიკა მელიას მხარდაჭერა გამოუცხადეს დღეს სამოქალაქო აქტივისტებმა. “მელიები” რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდნენ და კიდევ ერთხელ თქვეს, რომ “ნაცინალური მოძრაობის” თავჯდომარე გავრილოვის პირადი ტყვეა, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას ხარკს არ გადაუხდის. აქტივისტებმა მელიას ციხიდან გათავისუფლება მოითხოვეს.

შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერით, “ქართულმა ოცნებამ” პასუხისმგებლობა აიღო ციხიდან გამოუშვას ნიკა მელია. დოკუმენტს ხელი მოაწერა გაერთიანებული ოპოზიციის დიდმა ნაწილმა, თუმცა, ხელმომწერებს შორის არ არის თავად “ნაციონალური მოძრაობა”. ისინი დოკუმენტს ხელს მას შემდეგ მოაწერენ, რაც ნიკა მელია ციხეს დატოვებს. ნიკა მელიას ციხიდან გათავისუფლება სავარაუდოდ ერთ თვეში მოხდება. შარლ მიშელის შეთანმხების ხელმომწერები ამნისტიის კანონზე მუშაობას პარლამენტში სამშაბათიდან იწყებენ.