აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა პარტიას მოუწოდებს შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს | 21.04.2021

საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევას მიესალმება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და დარჩენილ პარტიებს მოუწოდებს შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელი მოაწეროს. სწორედ საქართველოში მიღწეულ შეთახნმებაზე საუბრით დაიწყო პრესკონფერენცია სახელმწიფო დეპარტმანეტის პრესსპიკერმა. ნედ პრაისი ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი პროგრესის ნიშანია. მისი თქმით ხელმოწერასთან ერთად მნიშვნელოვანია ასევე დოკუმენტის დროული აღსრულებაც და ამისთვის ამერიკა საქართველოს მაქსიმალურად დაეხმარება.