რიონის ხეობის მცველები პრემიერისგან პასუხს პარასკევამდე ელოდებიან | 21.04.2021

რიონის ხეობის მცველები პრემიერისგან პასუხს პარასკევამდე ელოდებიან. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები  ხელისუფლებისგან ითხოვენ იმ სამი პირობის შესრულებას, რომელიც მათ დიალოგის გაგრძელების წინაპირობად დააყენეს, ესენია ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა, ხელშეკრულების გაუქმება და პროტესტის მონაწილეებისთვის ნამოხვანისკენ თავისუფალი გადაადგილების უფლების მიცემა.  ვარლამ გოლეთიანის განმარტებით, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ პრემიერთან ამ საკითხის სრულყოფილად განხილვა ჯერ ირაკლი ღარიბაშვილის კოვიდინფიცირების გამო, შემდეგ კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის გამო ვერ მოხერხდა. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ  თუ ხელისუფლება დიალოგზე უარს იტყვის და მოთხოვნები არ შესრულდება, აქციები უფრო დიდ სახეს მიიღებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები