მიღწეული შეთანხმება არის ნაბიჯი ძლიერი და სრულად მოქმედი დემოკრატიისკენ – ამერიკელი სენატორები | 21.04.2021

შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერას მიესალმებიან ამერიკელი სენატორებიც. ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი  მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გაფორმებულ 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და პოლიტიკურ პარტიებს ქვეყნის სასარგებლოდ გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიას და მოხარულები ვართ, რომ ექვსი თვის შემდეგ საქართველომ, პოლიტიკური ჩიხის მოსაგვარებლად, შეთანხმებას მიაღწია. საქართველოს პოლიტიკურ ბედს არა მხოლოდ პირდაპირი გავლენა აქვს მის ხალხზე, რომელიც ამჟამად COVID-19-ის კრიზისის შედეგებს განიცდის პოლიტიკური არასტაბილურობისა და ეკონომიკური სირთულეების გამო, არამედ წარმოადგენს დემოკრატიის მდგომარეობის ნიშნულს მთელ მსოფლიოში. გუშინდელი შეთანხმება არის ნაბიჯი ძლიერი და სრულად მოქმედი დემოკრატიისკენ. ახლა ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ ქვეყნის სასარგებლოდ გაერთიანდნენ, რათა სრულად განახორციელონ შეთანხმება, რომელიც მოიცავს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს სამომავლო პოლიტიკური ჩიხის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას და მის ხალხს, ააშენონ ქვეყანა, რომელიც ემსახურება მისი მოქალაქეების საჭიროებებს და უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას,” – ნათქვამია სენატორების განცხადებაში.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები