ეპიდემიოლგები კორონავირუსის პიკს აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ელოდებიან | 21.04.2021

კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა, 12 გარდაცვლილი და 632 გამოჯანმრთელებული, – ასეთია კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკა. გასულ დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით 30 000-ზე მეტი ტესტი ჩატარდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 4.33%-ს შეადგენს. ახალი შემთხვევებიდან ნახევარზე მეტი, 798 დედაქალაქში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე – 113 ახალი ინფიცირებულით სამეგრელო – ზემო სვანეთია. მნიშვნელოვნადაა გაზრიდილი მონაცემები სხვა რეგიონებშიc. COVID-19-ს ქვეყანაში სულ 12 172 პაციენტი ებრძვის, რომელთაგან 591-ის მდგომარეობა მძიმეა. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ამბობს, რომ ჯერჯერობით მდგომარეობა საგანგაშო არ არის და ჰოსპიტალური სექტორი სიტუაციას უმკლვადება. თენგიზ ცერცვაძის თქმით, თუ მოსახლეობა რეგულაციებს დაიცავს, ჯერ კიდევ არის შანსი, რომ მდგომარეობა პიკში არ შევიდეს.

ეპიდემიოლგები კორონავირუსის პიკს აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ელოდებიან. თუმცა, მათი თქმით, ეს არ იქნება ისეთი დრამატული, როგორიც ნოემბერსა და დეკემბერში იყო. საკოორდინაციო საბჭოს დღეს ახალი შეზღუდვები არ დაუწესებია, თუმცა რეგულაციების გამკაცრებ არ გამოურიცხავთ. დღეს გაირკვა მხოლოდ ის, რომ ძალაში რჩება კომენდანტის საათი, კვების ობიექტები კი შაბათ-კვირას ისევ არ იმუშავებენ. მთავრობა ხანდაზმულ პირებს რეკომენდაციით მიმართავს, მაქსიმალურად სახლში დარჩნენ.

ქუთაისის კლინიკის კოვიდგანყოფილებიდან პაციენტი გადახტა. ჩხობაძის სახელობის კლინიკაში COVID-19-ით დაინფიცირებული 64 წლის მამაკაცი ასევე ინფიცირებულ შვილთან ერთად ხუთი დღის განმავლობაში მკურნალობდა, მოულოდნელად კი კლინიკის მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადახტა, 2 საათში კი გარდაიცვალა. კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტს ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონია. ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ამ დროისთვის სულ 31 911 პირია აცრილი. კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე კი  45 000-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები