შარლ მიშელის დოკუმენტს დღეს ხელი გრიგოლ ვაშაძემ, არმაზ ახლედიანმა და გახარიას გუნდმა მოაწერეს | 20.04.2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ. ის დოკუმენტზე ხელმოსაწერად ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მივიდა. ხელმოწერის კადრები თავად საელჩომ გაავრცელა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი დღეს ზუსტად 09:00 საათზე გაიხსნა, იმ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის, რომლებსაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერიათ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს დღეს ხელი მოაწერა არმაზ ახვლედიანმაც, რომელიც პარლამენტში “ევროპული საქართველოს” სიით მოხვდა. ახვლედიანი  ამბობს, რომ იწყება ბრძოლის ახალი ეტაპი, რომლის გარანტი ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატებია. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ანა ნაცვლიშვილმა და შალვა შავგულიძემაც.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ბექა ლილუაშვილმა და შალვა კერესელიძემ. “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები ამბობენ, რომ ეს შეთანხმება ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობაა. მათი თქმით მხარეებმა აუცილებლად უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და შეთანხმებაში მოცემული პუნქტები ზედმიწევნით და სრულფასოვნად შეასრულონ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები