ისტორიული შეთანხმება, რომელსაც ქართული და საერთაშორისო საზოგადოება 6 თვის განმავლობაში ელოდებოდა | 20.04.2021

ისტორიული შეთანხმება, რომელსაც ქართული და საერთაშორისო საზოგადოება 6 თვის განმავლობაში ელოდებოდა, ორბელიანების სასახლეში შედგა. “საქართველოს წინსვლის გზა” – ასე ჰქვია დოკუმენტს, რომლის ავტორი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელია და რომელსაც ხელი მოლაპარაკებების მაგიდაზე მსხდომი პარტიების უმრავლეოსბამ მოაწერა. შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” ხელმწოერები არ აქვს, თუმცა სალომე სამადაშვილმა და დავით ბაქრაძემ დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს. ხელმომწერი ოპოზიციის წევრები იმედოვნებენ, რომ ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მედიაციით მიღწეული შეთახნმება, ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკური დევნას და მტრობას საბოლოოდ დაასრულდებს.

დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, “ქართული ოცნება” პარლამენტში ოპოზიციასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას ელოდება. მმართველი გუნდის წევრებმა ხელმოწერის დღეს უმნიშვნელოვანესი უწოდეს და თქვეს, რომ მიღწეული შეთანხმება საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებას უზრუნველყოფს.

შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერას ფასილიტატორი ელჩებიც ესწრებოდნენ. დიპლომატებმა პოლიტიკურ პარტიებს მიღწეული კომპრომისისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ეს არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯი.

მთავარი მედიატორი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულით კმაყოფილია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხელმოწერას ონლაინ რეჟიმში დაესწრო. შარლ მიშელმა პარტიებს მადლობა გადაუხადა, იმისთვის, რომ  განსხვავებული შეხედულებები გვერდზე გადადეს და შეთანხმებას მიაღწიეს. მან იმ პარტიებსაც მიმართა, ვინც შეთანხმების დოკუმენტს ხელი ჯერ-ჯერობით არ მოაწერეს. მიშელმა მათ საქართველოს მომავლისთვის გაერთიანების პერსპექტივის განილხვა სთხოვა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება გასულ კვირას შესთავაზა, რომელიც ხუთ პუნქტს მოიცავს. მიშელის ახალი დოკუმენტი ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებს პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების საკითხებსაც მოიცავს. სწორედ  ამიტომ, დოკუმენტს უკვე ათზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, შეთანხმების ტექსტი კი ხელმოწერის მსურველთათვის ისევ ღიაა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები