“ხელს ვაწერ მომლაპარაკებლების მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების ტექსტსხელს ვაწერ სამი რამის გამო” | 19.04.2021

შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს ზურა ჯაფარიძე. “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ ის დოკუმენტს ხელს სამი მიზეზის გამო აწერს. მათ შორის, მისი თქმით ახალ დოკუმენტში დევს პოლიტპატიმრების გათავსიუფლების კონკრეტული მექანიზმები. ითვალისწინებს სტრატეგიული პარტნიორების აზრს და არის შანსი შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნები ჩარატდეს სრულად პროპორციულად და დაბალი ბარიერით, რამაც უნდა დაასრულოს არსებული პოლარიზაცია და ერთპარტიული მმართველობა.

“- არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მოხდება კრიზისის განმუხტვა

– არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მართლმსაჯულების სისტემას რამე ეშველება

– არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საარჩევნო გარემო

– არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მოხდება ძალაუფლების რეალური გადანაწილება ოპოზიციაზე

– არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით პოლიტიკური დევნა დასრულდება ამ ქვეაყანაში

– არც იმის მჯერა რომ ივანიშვილი და ოცნება ამ დოკუმენტის პუნქტებს ზედმიწევნით შეასრულებენ

რისიც მჯერა არის ბრძოლა, მუდმივი ბრძოლა. ეს ქვეყანა არ გახდება თურქმენეთი, არასდროს.

 ასევე: ჩემი ეს გადაწყვეტილება იმედი მაქვს მხოლოდ სიმბოლური ხასიათის მატარებელი აღმოჩნდება, რადგან 22-23 აპრილს მაქვს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ვითხოვ საქართველოს პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც უარი მეთქვა მანდატის გაუქმებაზე ვაპირებ ეს დავა ბოლომდე მივიყვანო. მანამდე, პარლამენტში მონაწილეობას მივიღებ მხოლოდ შეთანხმების დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების განხილვა/გატანაში,” – წერს ჯაფარიძე.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები